სუიციდი

 

არ ვიცი სად წავიდე.არ ვიცი ვის მივმართო ან რას დავუწყო ძებნა.ყველა ადამიანურ პრობლემას თითქოს ერთად მოუყრია ჩემს სხეულში თავი და მაწვალებს…

ვეუბნები სიჩუმეს გაქრეს. დამღალა

ვეუბნები სიბნელეს გაიფანტოს და ნათელი იქმნას.

მსურს შეწყდეს  სასოწარკვეთილება….

ნეხვის გროვაა გარშემო ,და კიდევ უფრო და უფრო ვიძირები შიგნით ამ სიმყრალესა და არეულობაში.

‘’დასაბამიდან იყო სიტყვა…’’ დასაბამიდანვე იყო ღმერთის გეგმაში ტანჯვა…ისე მაღიზიანებს ამ სამყაროს სტრუქტურა ,რომ ღმერთს ვეჯიუტები. მასთან მაქვს საქმე ,მაგრამ არც კი მაქცევს ყურადღებას. ღირსადაც არ მთვლის.

ვნადგურდები ამდენ სიყალბეში ,ვიძირები ამდენ წარუმატებლობაში. Continue reading


RETARN

 რამდენი დრო გავიდა იმის  შემდეგ ,რაც ამ დავიწყებულ ბლოგზე არ შემოვსულვარ. ალბათ იმიტომ,რომ სათქმელი არც არაფერი მქონდა ,რომ საჯაროდ გამომეფინა.იყო სხვა მიზეზებიც ბლოგი მაინც ისეთი რამაა შენი მკითხველი უნდა გყავდეს ,ოდნავ წარმატებული და ‘პოპულარული უნდა იყოს წერის ხალისი ,რომ გქონდეს. მე ჯერ არც ისე ბევრი პოსტი მაქვს  და ამიტომაც არც პრეტენზია მაქვს რაიმეზე. ახლა წერის მოთხოვნილება გამიჩნდა. მინდა ვწერო იმაზე ,რაც მაწუხებს ,რაც მიყვარს და მაინტერესებს. იმდენი დამიგროვდა სათქმელი ამ წელს-რომ არ ვიცი. ისიც არ ვიცი ამით ბედნიერი ვიყო თუ უბედური … რავიცი უფრო შუალედს ვარჩევდი.
ახლა 14 იანვარია .მთელი საქართველო ძველით ახალ წელს აღნიშნავს, როგორ არ დაიღალნენ ამდენი ახალი წლებით . უფუფუ თან ამ ახალ წლებზე ეს პატრიოტულ-რელიგიურ-თავგანწირული სულისკვეთება სულ გოზინაყიან და საცივიან სუფრაზე ტრიალებ(ს)და.რა აღარ მოისმინეს ჩემმა საცოდავმა ყურებმა ამ ახალ წლებზე.  ორი თემა მძვინვრებდა :1_ლი ივანიშვილი  და 2_ე ისევ ბიძინა ივანიშვილი .მხსნელი ,მესია , თუ ფულიანი ბიძია …ანგარებიანი თუ უანგარო . არ ვიცი არ ვიცი ესეც ცალკე თემებია. მთავარია ,რომ -ამ წუთას ”მკიდია”.
შეიძლება ითქვას _ გადავახარისხე ყველაფერი. ამ წელს ,რომ გამოცდილება მივიღე ,მემგონი მსგავსი არაფერი ახსოვს ჩემი არსებობის 19 წელს :)).ბევრი კარგი ადამიანი/მეგობარი  შევიძინე ,თუმცა დავკარგე კიდეც . ხანდხან საჭიროც კია მოიშორო ის ,ადამიანი ,რომელიც უღირსად იყენებს მეგობრულ ურთიერთობებს .
         ერთი სიტყვით არც თუ ისე ცუდი წელი მქონდა. სწავლა განვაგრძე ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში,ჩემს საყვარელ ფაკულტეტზე,მივეწებე ჩემს საყვარელ თეატრს და დავიწყე დუმილის ფილოსოფიის შესწავლა.დავფიქრდი ურთიერთობებზე, ვისწავლე- ჩემი თავის პავისცემა, მქონდა ძალიან ბევრი გულის ტკენა და ახლაც მაქვს, ვმოქმედებდი ფსიქიატრიულის პაციენტივით-[იყო მომენტები] ,დავაფასე ნაბოძები სიცოცხლე-[რაღაც ასპექტში და ვცდილობდი თითოეული დღე უაზროდ არ გამელია].
ვგრძნობ ,რომ საგრძნობლად შევიცვალე. ვგრძნობ იმას,რომ სულ რაღაც შარშან არ მეგონა თუ დღევანდელი დღე ასე მალე დადგებოდა.)
 გადარესტარტებას ვითხოვდი და აი ბიძგის მომეცა.
მიუხედავად ამ სულელური დღესასწაულისა ,მაინც ვუსურვებ ჩემს თავს შემართებას და შრომისმოყვარეობას,რომ ჩემი კარგად ყოფნა ჩემს-შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და არა ამ ახალ წელზე ,რომელსაც ვერა და ვერ გამოვემშვიდობეთ.

ინტელექტუალების მაძიებელი ჟურნალისტები

ვფიქრობ როგორ დავიწყო ეს პოსტი ,პრინციპში არანაირ ოფიციალურ სახეს არ მივცემ და უბრალოდ   მოგიყვებით .სოციალურ ქსელზე   შემთხვევით დადებული ვიდეობი* ვნახე. ისევ და ისევ  იმ თემაზე იყო ,რაზეც რამოდენიმე თვის უკან ”სპეციალურ რეპორტაჟში” .გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა,ყველამ ახალგაზრდები გააქილიკა, რა აღარ გვიწოდეს . ახლა კიდევ ერთი ტალღა აგორდა I-TV_ის გადაცემა სათაურით ” დღემდე უცნობი ქართველი ინტელექტუალები”. შეიძლება ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თვითონაც  გულის სიღრმეში იფიქროთ /აი როგორ შეიძლება არ იცოდეს ახალგაზრდამ ვინ იყო ვახტანგ ჭაბუკიანი, ან ვინ დაწერა დედაენა ,ან ვინ დააარსა თბილისი და სხვა/. ნამდვილად არ არის სახარბიელო ,როცა ზოგადი ცოდნა ქვეყანაში დაბალ დონეზეა და ამას აღარ უნდა ”ლოგოპედსაჭირო” ჟურნალისტის სიუჟეტი. თანაც  ხელში ფურცელი  უჭირავს და ისე ეკითხება.იქმნება შთაბეჭდილება ,რომ თავადაც არ იცის და ცდილობს ვინმეს გამოჭერას. და რაც მთავარია სწორ პასუხს არ აძლევს და  არაინფორმირებულ ადამიანს ტოვებს.

გასაგებია ,რომ საქართველოში განათლების პრობლემა მძვინვარებს. თუმცა ასე ირონიული რეპორტაჟების გადაღებას ,ურჩევნიათ რაიმე უფრო ღირებული შეთავაზონ მაყურებელს. ვსვამთ პრობლემას, მაგრამ არ   ვსაუბრობთ მათი გადაჭრის გზებზე. ეს იმ ექიმს ჰგავს,რომელიც პაციენტს დაავადებას აღმოუჩენს ,მაგრამ მას განკურნების საშუალებას არ აძლევს. ნუთუ არც იმ ”იმედის”  ,არც i-tv ჟურნალისტს თავში არ მოსვლია აზრი ,რომ -ზოგად განათლებას ახლა ძირითადად ტელევიზია იძლევა?. საზოგადების დიდი ნაწილი ამით  სარგებლობს. თუმცა სატელევიზიო სივრცე იმდენად მდარე ,იაფასიანი გადაცემებითაა დატვირთული ,რომ ესეც არ უქმნის მაყურებელს იმის საშუალებას ,რომ რაიმე საინტერესო ნახოს. (რათქმაუნდა გამოვრიცხავ რამდეინმე გადაცემას) . მაშასადამე ჯერ შიგნეულობა მოაწესრიგონ ,ნორმალური განათლების სისტემა შექმნან ,გაიხსენონ დააფასონ   ღვაწლმოსილი ხელოვანები ,მიხედონ სპორტს  და მერე იკითხონ ვისი სახელობისაა დინამოს სტადიონი , მიხედონ თეატრსა და კინოს(ეს თემა კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა ამაზე მომავალ პოსტსში გესაუბრებით),მეცნიერებებს ყველაფერი ჩაძირვის პირას ,რომ არის მისული .ესენი როგორც ჩანს არ სჭირდებათ და რაც არ სჭირდებათ იმას ივიწყებენ  . რა დონეზეც აფასებენ ამ ქვეყანაში განათლებას და ინტელექტს  ,იმ დონისაა შედეგიც.

პ.ს  არ იფიქოთ  ,ამ ადამინების არცოდნა გასასამართლებელია  , ჩამყაყებული გარემოა ყველანაირად ქვეყანაში და ხალხზე აისახება.

http://www.myvideo.ge/?video_id=1459313


რა არის ბლოგი? (ქართველებისთვის!?)

რამოდენიმე დღეა facebook_ზე გამოკითხვა გამოჩნდა ,”ვინ არიან ბლოგერები” ჩამოთვლილია რამდენიმე ვარიანტი  და ერთი-ორმა კარგად გამაცინა. თუმცა ვიცი ისიც ,რომ ეს ვარიანტები ე.წ. გასაშარჟებლად არის ჩამატებული ,მაგრამ როგორც ჩანს  მასამ დაიჯერა მისი სერიოზულობა და ”სექტანტებს” ყველაზე მეტი ხმა დაუგროვდა.

ლოგერებმა იცით,რომ ეს აბსურდია და შეიძლება გაგაღიზიანოთ კიდეც ასეთმა მიდგომამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემა საზოგადოების  არაინფორმირებულობაშია. ალბათ უფრო ამან გამოიწვია 53 ხმის მინიჭება . ასევე  ”ტრადიციული ჟურნალისტიკის კონკურენტებადაც”მოიხსენიეს.ნაწილობრივ ვეთნხმები იმ აზრს ,რომ რაღაც კუთხით არიან. ხშირად ვკითხულობ ბლოგებს და გეტყვით იმასაც ,რომ არაჩვეულებრივ პოსტებს შევხვედრივარ,არიან კარგი ბლოგერები ,რომლებიც  ბევრ პროფესიონალ ჟურნალისტზე უკეთ წერენ.

და მაინც ბლოგი აზრის გამოხატვის კარგი საშუალებაა  .მომხმარებელი უფასოდ რეგისტრირდება ჰქმნის თავის აზრების  კუთხეს.არსებობს ტიპები: პირადი/პერსონალური ბლოგი,ხელოვნების,მედიატიპის, სადაც ავტორი თავის აზრს აყალიბებს .ცდილობს აწარმოოს ვებ-საიტი და ასევე გონებრივი შესაძლებლობები დახვეწოს.ბლოგრები და მკითხველები  აზრების გაცვლა-გამოცვლას ახდენენ და ამით ვფიქრობ ,რომ უფრო ვითარდებით,ვეცნობით ერთმანეთის შეხდულებებს და ვსწავლობთ ინფორმაციის დამუშავებას. ამაში  ვერაფერ ნეგატიურს ვერ ვხედავ. თუმცაღა ზოგიერთი უსაქმურობის და მოუცლელობის სინდრომს ადარებს ,არც მასეა საქმე მოცალეობის ჟამს არაერთი კარგ რამ შექმნილა 🙂

P.s ამ  მომენტში ერთი ვარიანტიც მიუმატებიათ ”Babiloneli roskipebi” 😀


The beatles და მე

          საშინელი განწყობა დამეუფლა. ალბათ ამინდის გამო  ვარ უხასიათოდ! ხოდა ვზივარ კომპიუტერთან და ვერ გადამიწყვეტია რას მოვუსმინო  .მუსიკა ყველაზე მეტად მშველის ამ დროს. ხოდა ვიფიქრე ყურებს ჩავიტკბარუნებთქო და  ჯერ ერთი ჯგუფი ჩავრთე rolling stone იქნებ გადამიაროსთქო,deep purple, pink floyd_მაც ,რომ არ მიშველა ვიფიქრე ალბათ ასეთ საოცარ განწყობაზე არ ვართქო და მერე oasis_ი ვცადე.ნწუ არა ამანაც არ მიშველა მოდი ინდის ჩავრთავ! ჯანდაბა არც ესაა წამალი! …მივშტერებივარ ეკრანს. Continue reading


ah,italia ,italia

არსად ისე არ მელიან ,როგორც იტალიაში (ეს ისე ხუმრობით), იმედია მელიან.

ქვეყანა ,რომელზეც ოცნება ჩემთვის დამღლელი არ არის.წლებია უკვე რომის ნახვაზე ვოცნეობ .ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა  პრაღა და რომი. თუმცა ამ ორს შორის განსხვავება დიდია და არჩევანის წინაშე ,რომ დავდგე ვერ გეტყვით რომელს მივანიჭებ უპირატესობას.

მაშსადამე _ უკვე ჰაერში ხართ.თვითმფრინავი საცაა იტალიაში ჩაფრინდება რაღათქმაუნდა _ რომში.

რა უნდა ნახოთ? 2 დღე თითო ქალაქს ,რომ დაუთმოთ ვგონებ გეყოფათ, Continue reading


club 27 ემიც შეემატა

 

 THE 27 CLUB

ეს კლუბი ეძღვნება იმ არტისტებს ,რომლებმაც სიცოცხლე 27  წლის ასაკში დაასრულეს. ვერ გამიგია ასეთი დამთხვევებიც თუ არსებობდა.კლუბში შედიან ისეთი დიდი მუსიკოსები როგორებიც იყვნენ :ჯიმი ჰენდრიქსი,ჯენის ჯოპლინი (<3) ,ჯიმ მორისონი (შუდარებელი,the doors_ის სოლისტი) ,ბრაიან ჯონსი (the rolling stone_თავდაპირველი წევრი ,მაშინ ხუთნი იყვნენ ჯაგერიანად) ,კურტ კობეინი (ნირვანას სოლისტი) და კიდევ ერთი წევრი ემი ვაინჰაუსი. მთელი სიაა კიდევ მომღერლების თუმცა ეს ადამიანები მაინც ყველასგან გამორჩეულები არიან. ემიც ასევე არაჩვეულებრივი წარმომადგენელი იყო სოულის და ჯაზის. Continue reading